ლოცვა, რომელიც ბარბარობას უნდა წაიკითხოთ
1765914722
ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, ჩვენ სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს არის აბსოლუტურად თვალსაჩინო და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესების ოპტიმიზმის ზოგადი და კონკრეტული საფუძველი ასევე არის ომის დამთავრება უკრაინაში.
„ევროკავშირი დღითიდღე სუსტდება, წლიდან წლამდე სუსტდება. მე არაერთხელ ვთქვი და რაზეც ვსაუბრობდი, პირდაპირ ჩაიწერა აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიაში. პირდაპირ თქვეს, ოღონდ იქ ციფრები რატომღაც სხვანაირად იყო მოყვანილი, 14% თქვეს, სინამდვილეში 17,5%-მდე არის ჩამოსული მსოფლიო ეკონომიკაში ევროკავშირის ეკონომიკის წილი 30%-დან. 2008 წელს იყო 30% და შარშან იყო 17,5% და წელს სავარაუდოდ დამატებით 17%-მდე შემცირდება. ევროკავშირს წლიდან წლამდე უკუსვლა აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, ყველა მიმართულებით არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ტენდენციები არის ძალიან მძიმე. ომის დამთავრება შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფაქტორი. ევროკავშირის დასუსტება იქნება თუ არა ის ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოზე სამართლიანად საუბარს, ეს არ ვიცი. ჩვენთვის მთავარი ინტერესია, ევროკავშირში შემობრუნდეს ის ტენდენციები, რომელიც დღეს არის. უკუსვლა თუ იქნება ასე გაგრძელებული, ეკონომიკური, დემოკრატიული, ადამიანის უფლებების კუთხით და ა.შ, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც იცვლება მთლიანად მოცემულობა, რადგან ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა ჩვენთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ამ პირობებში, ჩვენ სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფით ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს არის აბსოლუტურად თვალსაჩინო და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.