1759955191
ირაკლი კირცხალია: როგორც უკანა ეზოს ისე გვიყურებდნენ. როგორ გავბედეთ, რომ არ გავაკეთეთ ის, რაც გვითხრეს?! როგორ გავბედეთ რომ ჩვენ, ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ?! როგორ გავბედეთ, რომ ჩვენ არ ვიქეცით „პროქსი“ სახელმწიფოდ

როგორც უკანა ეზოს ისე გვიყურებდნენ. როგორ გავბედეთ, რომ ჩვენ იმ მომენტში არ გავაკეთეთ ის, რაც გვითხრეს. როგორ გავბედეთ რომ ჩვენ, ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ? როგორ გავბედეთ, რომ ჩვენ არ ვიქეცით „პროქსი“ სახელმწიფოდ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, საქართველოს მიმართ ინტერესი იყო და არის ახლაც ის, რომ ქვეყანა იყოს ევრობიუროკრატების ინტერესების გამტარი, რაც არ გამოუვიდათ.
„ინტერესი არის ერთი და ძალიან მკაფიო ინტერესი. დღესაც არ განელებულა ეს ინტერესი. ეს იყო და არის ჩვენი ქვეყნის იმ უბედურებაში, იმ სისხლის ღვრაში ჩართვა, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპის შუაგულში. მხედველობაში მაქვს რუსეთ-უკრაინის სისხლისმღვრელი ომი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. ეს ვერ მოუნელებია აგენტურას. ეს ვერ მოუნელებიათ იმ სცენარების ავტორებს, რომელი სცენარებიც ჩვენ მრავლად ვიხილეთ 2020 წლიდან დღემდე.
ვერ მოუნელებიათ საზოგადოების ეს მკაფიო გადაწყვეტილება, რომ ამდენ ომ, ჭირვარამგამოვლილ ქვეყანაში და უახლეს ისტორიას, რომ გადავხედოთ რამდენი უბედურება და სისხლის ღვრა აქვს გამოვლილი ჩვენს ქვეყანას, რომ საზოგადოებამ მიიღო ერთხელ და საბოლოოდ გადაწყვეტილება, 2012 წელს პირველად და განსაკუთრებით შემდეგ უკვე ბოლო წლებში, როდესაც უკვე ნათელი გახდა ეს გარე სურვილები ჩვენი ქვეყნის მიმართ. მიიღო, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს მშვიდობა და ჩვენმა საზოგადოებამ იცხოვროს მშვიდობიან, სტაბილურ, ეკონომიკურად მდგრად ქვეყანაში. ეს ვერ მოინელეს. ვერ მოინელეს ის, რომ რასაც ხედავდნენ და აკეთებდნენ 2003 წლიდან 2012 წლამდე და დღესაც, როგორც უკანა ეზოს ისე გვიყურებდნენ და როგორც სტატისტიკას ისე გვიყურებდნენ. როგორ გავბედეთ ჩვენ და როგორ მივიღეთ გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება იმგვარი, რომელიც თურმე რომელიღაც მომენტში და ეს მომენტი 2021 წელს დაიწყო მაგრამ ფაქტია, რომ იგეგმებოდა უფრო ადრე. როგორ გავბედეთ, რომ ჩვენ იმ მომენტში არ გავაკეთეთ ის, რაც გვითხრეს. როგორ გავბედეთ, რომ ჩვენ ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ, როგორ გავბედეთ, რომ ჩვენ არ ვიქეცით „პროქსი“ სახელმწიფოდ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, ევროპელები არ მალავენ, რომ უკრაინაში ომი არის მათი ომი უკრაინის ტერიტორიაზე და იმავეს გამეორება სურდათ საქართველოში.