„არასდროს ჩაიდინოთ ეს შეცდომა!“ - ექიმი ტკივილგამაყუჩებლებზე მოსახლეობას აფრთხილებს
1765392879
ადეკვატურია ყველა ის კანონი, რომელიც ამოქმედდა და ამოქმედდება ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, არის მორგებული ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „შეკრების და მანიფესტაციის“ შესახებ კანონის გამკაცრებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, სახელმწიფო ვერ მისცემს 300 კაციან ჯგუფს იმის უფლებას, რომ საზოგადოების უმრავლესობას დისკომფორტი შეუქმნას.
„ჩვენ ვერ მივცემთ 300 კაციან დახელფასებულ დაჯგუფებას იმის უფლებას, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა შეიყვანონ დისკომფორტში. საზოგადოების წევრები, რომლებიც ცხოვრობენ თავიანთი ყოველდღიური, რუტინული ცხოვრებით. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აქ დავიცვათ სწორი ბალანსი როგორც გამოხატვის, შეკრებების და მანიფესტაციის თავისუფლების კუთხოთ დავიცვათ მათი ინტერესები და ასევე დავიცვათ დანარჩენი საზოგადოების ინტერესები“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.