7 ფარული ნიშანი, რომ ჯადო გაქვთ - რჩევები ეზოტერიკოსებისგან, დაბინძურებული ველიდან თავის დასაღწევად
1762286421
ითვალისწინებს თუ არა ევროკომისია იმ საერთაშორისო სტატისტიკას და მათ შორის, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლებითაც საქართველო სხვადასხვა მიმართულებით კანდიდატ ქვეყნებსა და ევროპულ სახელმწიფოებსაც უსწრებს - აღნიშნულ თემაზე კითხვის საპასუხოდ საქართველოში ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ ანგარიშში ამგვარი სტატისტიკა გამოყენებული და გათვალისწინებული არ არის, თუმცა, გათვალისწინებულია სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
„ეს არის ქვეყნის დამსახურებებზე დაფუძნებული ყოვლისმომცველი შეფასება ყოველივე იმისა, რაც სახელმწიფოში ბოლო 1 წლის განმავლობაში მოხდა. ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლება ოსტატურად იყენებს სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ გამოცემულ სხვადასხვა სტატისტიკურ ანალიზსა და შედარებებს სხვა სახელმწიფოებთან. ჩვენთვის კი საქართველოს პროგრესის შეფასებისთვის გამოიყენება გაფართოების შესახებ ანგარიში. სამწუხაროდ, ანგარიში გამანადგურებელია საქართველოსთვის“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში ევროპარლამენტში ევროკომისარმა მარტა კოსიმ წარადგინა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესებულია და დემოკრატიული უკუსვლაა.