1749237219
გურამ მაჭარაშვილი: საგამოძიებო კომისიის სხდომები გახდება საფუძველი, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაიწყოს ახალი ეტაპი

საგამოძიებო კომისიის სხდომები გახდება საფუძველი, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაიწყოს ახალი ეტაპი, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე მოუსმენენ ორი ადამიანის ახსნა-განმარტებას, საქმე კი ეხება რეკეტსა და ძალადობას.
„სამწუხაროდ ეს თანმდევი არგუმენტები და თანმდევი ფაქტებია „ნაცმოძრაობის“, როგორც რეჟიმის. გამომდინარე აქედან, საგამოძიებო კომისიის სხდომები პრაქტიკულად გახდება საფუძველი იმისა, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაიწყოს ახალი ეტაპი“, - აცხადებს მაჭარაშვილი.
დროებითი საგამოძიებო კომისია ქონებრივი უფლებების ხელყოფისა და 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხებს გაეცნობა.