გურამ მაჭარაშვილი - პაატა ბურჭულაძე დიდ ეროვნულ ყრილობას ტელეფონებით თუ ჩაატარებს, მაშინ საზოგადოება დაუჯერებს და გაყვება არჩევნებზე, ბურჭულაძეზე სერიოზულად ვერ ვისაუბრებ

მაჭარაშვილი

პაატა ბურჭულაძე დიდ ეროვნულ ყრილობას ტელეფონებით თუ ჩაატარებს, მაშინ საზოგადოება დაუჯერებს და გაყვება არჩევნებზე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ბურჭულაძეზე სერიოზულად ვერ ისაუბრებს.

„ახლა მოსინჯოს – ტელეფონებით ჯერ ყრილობა ჩაატაროს და შემდეგ საზოგადოება ნახავს, რამდენად სერიოზულია ბურჭულაძე საერთოდ და მით უმეტეს, პოლიტიკაში. როგორ შეიძლება, ბურჭულაძე სერიოზული იყო? ეს ადამიანი ფიჭური კავშირგამბულობით ატარებს არჩევნებს და ცესკო-ს თავმჯდომარე უნდა გახდეს, ახლა ეროვნული ყრილობა მომინდომა და რომელი ეროვნული მოძრაობის ლიდერი ან მონაწილე იყო? ეს მისი სახეა და მასზე სერიოზულად ვერ ვისაუბრებ. ის, რომ ზურაბიშვილი, მელია და გვარამია ცალ-ცალკე არიან, „ნაცმოძრაობისა“ და მისი ფილიალების სახეა, რადგან იქ ყველა ლიდერია – გვარამია და მელია ვერ შეთანხმდნენ და ორივე პარტიის თავმჯდომარე გახდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პაატა ბურჭულაძე ეროვნულ ყრილობას აანონსებს, რაც, მისივე თქმით, მესამე რესპუბლიკის შექმნას ნიშნავს.