„როცა ფულს გასცემთ, გულში თქვით...“ - თუ ფულს ხშირად გასცემთ, ეს უნდა იცოდეთ
1767712740
მათი მიზანმიმართული ქმედებაა, რომ დაამახინჯონ ყველა ის განაცხადი, რაც არის მიმართული საქართველოს ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, „ტვ პირველის“ მიერ სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადების გაყალბებას.
მისი თქმით, ოპოზიციური მედია სწორ და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართულ პოლიტიკას ებრძვის.
„ის, რაც თქვა მამუკა მდინარაძემ, იყო ის განაცხადი, რომელიც ექნება ნებისმიერ პატრიოტ ქართველს, რომ ყველ აის ქვეყანა, რომელმაც უსამართლოდ აღიარა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დამოუკიდებლობა წაიღოს უკან. საზოგადოება კარგად ხედავს იმას, რომ „ტვ პირველი“ და არა მარტო ის, დაკავებულია იმით, რომ სწორი, პოზიციური, საქართველოსთვის სასარგებლო განცხადებები დაამახინჯონ და ისე მიაწოდონ საზოგადოებას“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ მამუკა მდინარაძეს 14 თვის წინ ნათქვამი წინადადება გაუყალბა, სადაც ის მადუროს განცხადებას არაღიარების პოლიტიკის წარმატებისთვის იყენებდა.