გურამ მაჭარაშვილი: გახარია მიხვდა, რომ „არც იქინე მიიღებდნენ“ და არც აქ მოესვლებოდა - ახლა პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა და პარლამენტში შემოსვლა უნდა

გურამ მაჭარაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გიორგი გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას „ქრონიკასთან“ აფასებს.

„გახარია მიხვდა, რომ „არც იქინე მიიღებდნენ“ და არც აქ მოესვლებოდა. ახლა პრაქტიკულად პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა და პარლამენტში შემოსვლა უნდა. პარლამენტი თუ ლეგიტიმური არ არის და მარტო ეს შესანიშნავი 12-ეულია ლეგიტიმური, მაშინ თავიანთ ოფისში დასხდნენ და იყვენ თავიანთ ლეგიტიმურ ოფისში“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი გახარიას პარტიამ პარლამენტში მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო.