„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
ვისაც უნდოდა, რეალობა დაენახა, დაინახა და თქვა, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელის გულზე დევს, სად როგორი არჩევნები ტარდება და ყველამ იცის, სად რა განწყობებია.
„ვისაც უნდოდა, რეალობა დაენახა, დაინახა და თქვა, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა. არაფერს ვამბობ ეუთო/ოდირზე, რომელსაც თავს დაესხნენ იმის გამო, როგორ თუ რეალობა დაწერა, რაც საქართველოში მოხდა. ამბობდნენ, რომ ეუთო-ს დასკვნა არ აინტერესებთ, რადგან ბიბლია არ არის. რატომღაც, ახლა ეუთო საჭირო ორგანიზაცია გახდა. ე.წ. კრიტიკა, რომელსაც ევროპარლამენტარებს ალაპარაკებენ, ფასიან განცხადებებს რომ აკეთებინებენ, ეს უკვე არაფერს ეფუძნება. ევროპაში ამ სიყალბის მათივე საზოგადოებას არ სჯერა, რადგან ხელის გულზე დევს, სად როგორი არჩევნები ტარდება და ყველამ იცის, სად რა განწყობებია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.