ტრაგედია ნინო და ილიკო სუხიშვილების ოჯახში - „სუხიშვილები“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1766563500
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ლელოსა“ და ზურაბ ჯაფარიძეს შორის არაფორმალური შეხვედრა შედგა და კიდევ ბევრი შეხვედრა გაიმართება.
გეგელიას თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიან სტრატეგიაზე შეჯერება, რა შემთხვევაშიც ერთობის ფორმატიც იარსებებს.
„ცხადია, არაფორმალური შეხვედრები შედგა და კიდევ ბევრი შეხვედრა შედგება. ჩვენი პარტიის პოზიცია ძალიან მარტივია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთიან სტრატეგიაზე შეჯერება. ასეთი თუ იარსებებს, ერთობის ფორმატიც იარსებებს. ერთიან სტრატეგიაზე თუ შეჯერებული არ ვიქნებით, ეს ერთობის ფორმატიც არ იარსებებს. ჩვენთვის მთავარია შინაარსი. საერთო, შეჯერებული სტრატეგიული გეგმა თუ გვექნება, ეს პოტენციურად საინტერესო და კარგია, მაგრამ ისტორიულმა გამოცდილებამ რაც გვაჩვენა, არის, რომ ჯერ უნდა იყოს შეჯერებული ხედვა და შემდეგ უნდა იყოს საუბარი ერთობაზე, მით უმეტეს, საერთო სიასა და საერთო კანდიდატებზე“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
გეგელიას თქმით, ზურაბ ჯაფარიძესთან შეხვედრას თავად არ დასწრებია და დეტალების შესახებ ინფორმირებული არ არის.
„დარწმუნებული ვარ, სხვადასხვა საკითხი იქნებოდა განხილული. ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ ერთიან სტრატეგიულ ხედვაზე უნდა შევჯერდეთ და თუ ასეთი შეჯერება შესაძლებელი იქნება, მათ შორის, ბრძოლის ფორმებზე, ბრძოლის ტაქტიკებზე და სხვა, ამ შემთხვევაში, ჩვენთვის ძალიან საინტერესო და უფრო მეტად კოორდინირებული ერთობა იქნება. ყოველთვის, ყველა ჯერზე ერთობისკენ გადავდგით ნაბიჯი. სტრატეგიაზე შეთანხმება თუ შესაძლებელი იყო და შევთანხმდით, შემდეგ ხდება შესაძლებელი პოტენციურ საერთო კანდიდატზე და საერთო სიაზე საუბარი. სტრატეგიას თუ არ ვიზიარებთ, მაგალითად, მე თუ მივიჩნევ, რომ არჩევნებში უნდა გავიდეთ და ვიღაც არ გადის, იქ ვერანაირი ერთობა ვერ იქნება. ასეთ რაღაცებზე წინასწარ უნდა შევჯერდეთ, რომ შემდეგ საჯარო განხილვები არ გვქონდეს“, – აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.