11 პროდუქტი, რომელიც დემენციის განვითარებას ხელს უშლის
1754754677
ადამიანი დგას „ნაცმოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, ზუსტად იცის იმის შესახებ, რომ ახალი თუ ძველი ლიდერები „ნაცმოძრაობის“, გინდა სააკაშვილი, გინდა გვარამია, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ ტრამპს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჯო უილსონთან დაკავშირებით.
ასე შეაფასა გიორგი ვოლსკიმ ჯო უილსონის განცხადება, რომ ე.წ. მეგობარი აქტი მათ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სჭირდებათ და რომ „ქართული ოცნება“ ანტიამერიკულია.
„ადამიანი დგას „ნაცმოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, ზუსტად იცის იმის შესახებ, რომ ახალი თუ ძველი ლიდერები „ნაცმოძრაობის“, გინდა სააკაშვილი, გინდა გვარამია, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ ტრამპს. ესე იგი რაღაცით დაინტერესებულია ეს ადამიანი. რომელ პოლიტიკურ პარტნიორობაზეა საუბარი საქართველოსა და ირანს შორის, ან რატომ არის ჩინეთი განსხვავებული პარტნიორი ჩვენთვის, როდესაც ევროკავშირის ყველაზე პატარა ქვეყანაც კი გაცილებით მეტს ვაჭრობს ჩვენზე?!“ - აღნიშნა ვოლსკიმ.