გიორგი შარაშიძე: საზოგადოებამ კითხვა უნდა დასვას, ვინ არის რეალური ოპოზიციონერი

გიორგი შარაშიძე

თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი დიდი შეცდომა იყო, ხოლო მშვიდობიანი დამხობის მცდელობა უპასუხისმგებლო პროვოკაცია, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, მათ შორის 4 ოქტომბრის მოვლენებში, როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ჩართული.

„დრო გამოაჩენს, ვის რა მიზანი ჰქონდა. შედეგად, ამ ყველაფერმა „ქართული ოცნება“ ყველა მიმართულებით გააძლიერა. გამოდიოდე, ოპოზიციონერობაზე თავს დებდე და სხვის ოპოზიციონერობაში შეგქონდეს ეჭვი, მაგრამ ამ დროს, საკუთარი ქმედებებით „ქართულ ოცნებას“ აძლიერებდე, რას ნიშნავს? საზოგადოებამ კითხვა დასვას, ვინ არის რეალური ოპოზიციონერი“, – განაცხადა შარაშიძემ.