გიორგი კახიანი: არ გვაქვს ინფორმაცია, საპარლამენტო არჩევნების დროსაც თუ ხდებოდა ამგვარი დაფინანსება ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან. ამიტომ სრულიად ლოგიკურია ის კითხვა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გაჟღერდა

ქალბატონი სალომე რომ ცდილობს რადიკალების ლიდერად ჩამოყალიბდეს, ამას კარგა ხანია საზოგადოება თვალს ადევნებს - გიორგი კახიანი

არ გვაქვს ინფორმაცია, საპარლამენტო არჩევნების დროსაც თუ ხდებოდა ამგვარი დაფინანსება ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან. ამიტომ სრულიად ლოგიკურია ის კითხვა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გაჟღერდა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა გიორგი კახიანმა ბრიტანეთის საელჩოს გრანტებზე საუბრისას.

მან აღნიშნა, რომ სიძულვილის გავრცელებს ხშირად იმ ორგანიზაციების მხრიდან ხდება, რომლებიც სხვადასხვა საელჩოდან, სახელმწიფოდან და საერთაშორისო ორგანიზაციიდან ფინანსდებიან.

„ამ შემთხვევაში როდესაც საუბარი არის ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან კონკრეტული ორგანიზაციების დაფინანსებაზე - ბრიტანეთის საელჩო განმარტავდა, რომ ეს გრანტები შეეხებოდა არჩევნებზე დაკვირვებას და ასე შემდგომ. ამ ორგანიზაციებმა ჩვენ თავი დაგვამახსოვრეს როგორ - ისინი ჩართული იყვნენ მთელ იმ პროცესებში, რომლებიც ხელისუფლების დამხობას გულისხმობდა, საპარლამენტო არჩევნების ვითომ გაყალბებულად გამოცხადებას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა.

ბუნებრივია, კითხვა ჩნდება. როდესაც ახლა არის საუბარი ამ ორგანიზაციების დაფინანსებაზე, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, საპარლამენტო არჩევნების დროსაც თუ ხდებოდა ამგვარი დაფინანსება ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან. ამიტომ სრულიად ლოგიკურია ის კითხვა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გაჟღერდა. ვფიქრობ ბრიტანეთის საელჩოს ვალდებულებაც კი აქვს, რომ ეს ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, თუ აქამდეც ხდებოდა ასეთი ორგანიზაციების დაფინანსება.

რაც უფრო მერი დამკვირვებელი ორგანიზაცია იქნება არჩევნებზე, მათ შორის საერთაშორისო თუ შიდა ორგანიზაცია, ეს ჩვენს ინტერესშია. მაგრამ როდესაც საუბარია ისეთ ორგანიზაციებზე, რომლებმაც უკვე თავისი თავი აჩვენეს საზოგადოებას და ამ ორგანიზაციებთან მიმართებაში არჩევნებზე დაკვირვებაზეა საუბარი, სამართლიანობის და ობიექტურობის განცდა არ ჩნდება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა; „მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს“.