გიორგი გახარიას პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით პარლამენტი პროცედურებს იწყებს

გახარია

გიორგი გახარიას პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით პარლამენტი შესაბამის პროცედურებს იწყებს.

საკითხის განსახილველად კანონმდებლები დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე შეიკრიბებიან. მომზადდება დასკვნა, რომლის საფუძველზეც მოხდება დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევა.

მმართველი გუნდის განმარტებით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დადგა. თავად გახარიას პარტიაში კი ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი მათ მიზანმიმართულად და გააზრებულად გადადგეს.