„აჩმა არის უჯანმრთელესი საკვები“ – რას ამბობს ენდოკრინოლოგი, ნინო ვაშაკიძე
1768491954
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები და ჩვენი რეიტინგი, ევროპის პირველ ოცეულში ყოფნა პოლიტიკური ნიშნითაც უნდა შევაფასოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის კითხვა დაუსვეს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კანონის უზენაესობის ინდექსის კვლევასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია, კორუფციის სიდიდით კი პირველ-მეორე ადგილზე უკრაინა და მოლდოვა არიან.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული კვლევა პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რადგან სამართლიანი ინსტიტუტების მიერ არის შედგენილი.
„ევროკომისია როდესაც ამ კვლევას და რეიტინგს აქვეყნებს, ეს უნდა შევაფასოთ საკმაოდ პოზიტიურად, რადგან შედგენილია იმ ინსტიტუტების მიერ, ვინც თავის დასკვნებში პირუთვნელია. კორუფციასთან ბრძოლის თემა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს ეხება. თუმცა, ამავე დროს, კვლევის შედეგები და ჩვენი რეიტინგი, ევროპის პირველ ოცეულში ყოფნა პოლიტიკური ნიშნითაც უნდა შევაფასოთ.
როგორ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ბრიუსელიდან საქართველოსთან მიმართებით ნებისმიერ საკითხზე და რა არის რეალური სურათი, როგორ გვაყენებენ ჩვენ უკრაინის და მოლდოვას უკან და რეალურად რას უჩვენებს ავტორიტეტული კვლევები – ამ ნაწილში არის საგანგებოდ საზოგადოების ყურადღება გასამახვილებელი. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, სად არის მიკერძოება, რატომ ხდება ეს და რა შავბნელი გეგმები და მიზნები აქვთ საქართველოსთან მიმართებით ამ ჯგუფებს თავიანთი მხარდამჭერებით. ეს მხარდამჭერები ხელს იშვერენ, რომ როგორმე ამ რეალობის საწინააღმდეგო შეკითხვა დასვან“, – განაცხადა ვოლსკიმ.