პაატა იმნაძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს
1752668193
იქნება თუ არა ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის პოსტზე "ლელოსა" და გახარიას გუნდის საერთო კანდიდატი? გავრცელებულ ინფორმაციას, ამ ეტაპზე, არცერთ ოპოზიციურ პარტიაში ოფიციალურად არ ადასტურებენ.
ელისაშვილის შესაძლო კანდიდატურით კმაყოფილია მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ მას რეიტინგიდან გამომდინარე არჩევნებში დამარცხება გარანტირებული აქვს.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, კანდიდატებზე მსჯელობა ახალი დაწყებულია. შესაბამისად, ის ალეკო ელისაშვილზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
"ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანი გახლავთ ის, რომ შევარჩიოთ კანდიდატები, რომლებიც საზოგადოებისთვის იქნებიან მისაღებები და ესენი იქნებიან პარტიულად ნეიტრალური კანდიდატები.
რაც შეეხება ჭორებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვითომ, ალექსანდრე ელისაშვილი გახლავთ ჩვენი კანდიდატი, ღიმილისმომგვრელია და, რა თქმა უნდა, არ დავადასტურებ, რადგან კანდიდატებზე მსჯელობა ახლა დაიწყო", - განაცხადა ტატა ხვედელიანი.