გეკა გელაძემ იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში უწყების სხვადასხვა დანაყოფის მორიგე თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა

გეკა გელაძე

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში, უწყების სხვადასხვა დანაყოფს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს ახალი წელი პირადად მიულოცა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მინისტრმა გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მათ მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის დაუღალავი შრომის მნიშვნელობას, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის საქმეში.

გეკა გელაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლების როგორც სოციალური, ისე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.