ფოთის მერი: მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები

ფოთის მერი

ფოთში, 16 ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტი ქალაქის სხვადასხვა უბანს მოიცავს და მისი განხორციელება 4 თვეში დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავამ დაათვალიერეს.

,,ჩვენი მიზანია, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ქალაქის მასშტაბით სრულად მოვაწესრიგოთ საგზაო ინფრასტრუქტურა. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები.

საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სხვა მასშტაბურ პროექტებთან ერთად, რომლებსაც საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერით ვახორციელებთ“, - განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.