რა ოდენობის ჯარიმა დაგეკისრებათ თუკი ქონების გადასახადს არ შეავსებთ - დეტალები
1761767738
ვითხოვთ ახალ, სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, – ამის შესახებ„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, შიმშილობის აქცია სულ ხუთმა ადამიანმა დაიწყო.
„ჩვენ ვითხოვთ ახალ სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ ეს ამ სიტუაციაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალებაა. რაც დრო გავა, საზოგადოებრივი განწყობების უფრო მეტი ესკალაცია იქნება. ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდება. შევალთ წინააღმდეგობის ისეთ სიღრმეებში, რომელიც ძნელი დასაძლევი იქნება.
ხელისუფლებამ ბევრი წითელი ხაზი გადალახა, თავისი დრაკონული კანონებით და ქვეყნის იზოლაციის მცდელობით ისეთი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც დღეს სხვანაირი პროტესტის შესაძლებლობებს ნაკლებად ტოვებს. მგონია, რომ შიმშილობა იყო ის ადეკვატური პროტესტი, რაც ამ რეალობის შესაბამისია. ჩვენ, ხუთმა ადამიანმა, დავიწყეთ ერთად შიმშილობის აქცია, გუშინ ღამით ორი „მოგვპარეს“. ერთი დღეს დაკავებულია, მეორე დაგვიბრუნეს“, – განაცხადა ფოფხაძემ.