ფეხბურთელების უმრავლესობაზე მიმდინარეობს ყოველდღიური ინტენსიური ფსიქოლოგიური ზეწოლა და ტერორი - ვოლსკი

გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკის განცხადებით, თითოეულ ფეხბურთელზე, მათ უმრავლესობაზე მიმდინარეობს ყოველდღიური ინტენსიური ფსიქოლოგიური ზეწოლა და ტერორი. ასე შეაფასა მან For.ge-ს მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერები, რომლებშიც სავარაუდოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიგურირებენ.

„ამას აქვს ორი მიზანი. პირველია, რომ როგორმე მოიზიდონ ისინი იმ პოლიტიკურ ველზე, სადაც თვითონ ბოგინობენ. მეორე - მათ მიაჩნიათ, რომ ფსიქოლოგიურად უნდა იყოს დაცემული ჩვენი გუნდი, რომ წარმატება არ ჰქონდეთ, იმიტომ რომ აღფრთოვანებულია საქართველო და პოზიტიური განწყობა არ უნდა სუფევდეს საქართველოში. შეურაცხყოფა, რაც მოვისმინეთ, არის ის რეალობა, რაც ამ ადამიანებს შინაგანად აქვთ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

სააგენტომ For.ge გაავრცელა ფარული ჩანაწერი სადაც, სავარაუდოდ ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის.