„არასოდეს არ გასცეთ ფული ამ დღეს ... “ - გოგა მანიას საჭირო რჩევები
1762287470
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დასავლეთში შეშფოთებულები არიან საქართველოში მედიის მდგომარეობით, თუმცა ვერც ერთ სახელმწიფოს ვერ დაასახელებენ, სადაც ისეთი მედიამრავალფეროვნება არსებობს, როგორიც საქართველოშია.
როგორც მან "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა, მათ ბრწყინვალედ იციან, რომ ტელევიზიის დაფუძნებას საქართველოში არანაირი ბიუროკრატიული ბარიერები არ აქვს.
"შეშფოთებულები არიან საქართველოში მედიის მდგომარეობით, საინტერესოა რატომ არიან შეშფოთებულები. ევროპის ვერც ერთ სახელმწიფოს ვერ დამისახელებთ ფაქტობრივად, სადაც ისეთი მედია მრავალფეროვნება არსებობს, როგორიც საქართველოშია. ბრწყინვალედ იციან, რომ ტელევიზიის დაფუძნებას არანაირი ბიუროკრატიული ბარიერები არ აქვს. განაცხადი უნდა შეიტანოთ, შეიძინოთ სიხშირე და შეგიძლიათ უკვე მაუწყებლობა დაიწყოთ. დანარჩენი თქვენს ჟურნალისტურ და მატერიალურ რესურსებზეა დამოკიდებული. ასეთი რამე ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის და არც ერთ ქვეყანაში არ არის ის მედია მრავალფეროვნება, როგორც საქართველოშია", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.