ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ევროპელებმა მეტი უნდა გააკეთონ პუტინის ომის მანქანის გასანადგურებლად

მეცოლა

კიევში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ევროპელებმა მეტი უნდა გააკეთონ პუტინის ომის მანქანის გასანადგურებლად.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მოკავშირეები მუშაობენ პუტინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში ასობით მილიონი ევროს რუსული აქტივების გაყინვას.

მისი თქმით, უკრაინას მეტი დახმარება სჭირდება, რადგან რუსეთი არ აჩვენებს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის ნიშნებს, ამიტომ ევროპა მზად უნდა იყოს უპასუხოს კრემლის მუქარას.

„ომის ამ კრიტიკულ ფაზაში უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და გაიზარდოს. რუსეთი არ აჩვენებს შენელების ნიშნებს და არც ჩვენ შეგვიძლია. რუსეთი გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს და ევროპა მზად უნდა იყოს უპასუხოს კრემლის მუქარას. და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - დასძინა მან.