ვრცელდება ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
1762292321
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური გარემო მნიშვნელოვნად შეარყია „გრანტების შესახებ კანონში“ შეტანილმა ცვლილებებმა და FARA-მ, - ნათქვამია საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.
„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოქმედებენ რეპრესიულ გარემოში, რომელიც სულ უფრო და უფრო უარესდება. ეს ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოების ფუნდამენტურ როლს დემოკრატიის დაცვასა და გაძლიერებაში. რეპრესიული კანონების მიღებამ თანმიმდევრულად შეზღუდა სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივი ჩარჩო, ხოლო ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა ფართო დისკრეცია ამ კანონების გამოყენებისას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და აქტივისტები ექვემდებარებოდნენ რეპრესიულ ქმედებებს“, - ნათქვამია ანგარიშში.
„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური გარემო მნიშვნელოვნად შეარყია „გრანტების შესახებ კანონში“ შეტანილმა ცვლილებებმა და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტმა. გარდა ამისა, ბევრი ადამიანის უფლებათა დამცველი და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი სულ უფრო ხშირად ხდება დაშინების, მუქარის, ფიზიკური ძალადობისა და ცილისწამების კამპანიების მსხვერპლი“, - აცხადებენ ევროკომისიაში.