კანისა და ვენსნეულებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი გალდავა მოსახლეობას მიმართავს
1762278081
2024 წლის სექტემბერში ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მიღებამ გაამყარა მტრული გარემო საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის და გააღვივა სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია, რასაც დაემატა ძალიან უარყოფითი სამართლებრივი შედეგები LGBTIQ პირებისთვის, - ნათქვამია საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.
„მისი დებულებები, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს არაჰეტეროსექსუალი პირებისთვის ბავშვის აყვანის აკრძალვას, LGBTIQ პირებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში გენდერის მარკერის შეცვლის პრევენციას, და საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში LGBTIQ იდენტობების პოპულარიზაციისკენ მიმართული საჯარო შეკრებებისა და ინფორმაციის გავრცელების აკრძალვას“, - ნათქვამია ანგარიშში.
„ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ეს კანონმდებლობა შეუთავსებელია შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან. მისმა მიღებამ ხელი შეუწყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ზრდას და გაზარდა ბარიერები LGBTIQ პირებისთვის ჯანდაცვის, განათლებისა და დასაქმების უფლებებით სარგებლობის კუთხით“, - აცხადებენ ევროკომისიაში.