1765569542
„ევრობიუროკრატიამ რაც დათესა, იმას იმკის“ - გურამ მაჭარაშვილი
"ევრობიუროკრატიამ რაც დათესა, იმას იმკის," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ რაც დოკუმენტში ევროპის შესახებ არის ასახული, ამაზე მისი გუნდი ჯერ კიდევ 2022 წელს საუბრობდა.
ევრობიუროკრატიამ რაც დათესა, იმას იმკის. [ევრობიუროკრატები] აკეთებდნენ უსამართლო განცხადებებს საქართველოსთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ სასამართლოს, საერთაშორისო ინსტიტუტებს ჰქონდათ პოზიტიური შეფასებები, ხან ვინ გამოჰყავდათ და ხან რა რეზოლუციებს იღებდნენ, რომ ვითომ, საქართველოში იყო უკუსვლა. ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, მათ შორის, წინასაარჩევნოდ გამოჰყავდათ ევროკავშირის ელჩი "ნაცმოძრაობის" მხარდასაჭერად.
ახლა გაუკვირდათ, როცა ამერიკამ ევროპა უსაფრთხოების სტრატეგიაში მოიხსენია, როგორც უკუსვლის სუბიექტი, ახლა გაუკვირდათ, როცა ამერიკამ პირდაპირ ჩამოხსნა ფარდა?! მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია სხვას მოუწოდებდა ვითომ დემოკრატიული არჩევნებისთვის, თვითონ არიან არავის მიერ არჩეულები. ევროპელი საზოგადოების ნება არ არის გამოხატული იმ ევრობიუროკრატიის ხელმძღვანელობაში, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს 27 ქვეყნის ნაცვლად. ეს არის მათი "დემოკრატია," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.












