1765629268
"ევრობიუროკრატები არაევროპულად იქცევიან და ჭკუას ასწავლიან სხვას, თან სახიფათოდ, ისე, რომ შეიძლება, უკრაინის ბედი ძალიან ბევრმა გაიზიაროს" - დიმიტრი ხუნდაძე
"არათუ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, არამედ თავად ევროკავშირში აპროტესტებენ უკვე იმას, რაც ხდება. პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ევრობიუროკრატები არაევროპულად იქცევიან და ჭკუას ასწავლიან სხვას, თან სახიფათოდ, ისე, რომ შეიძლება, უკრაინის ბედი ძალიან ბევრმა გაიზიაროს თუ მათ ცრუ დაკვეთებს შეასრულებენ, ამის რისკი ჰქონდა საქართველოს," - ეს განცხადება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.
დიმიტრი ხუნდაძე ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის განცხადებას გამოეხმაურა.
"რუსულ ნარატივად ფასდებოდა ყველაფერი ის, რაზეც თავად არ ჰქონდათ პასუხი - ჩვენ გვახსოვს გამჭვირვალობის შესახებ კანონი როგორ წაუკითხავად აქციეს რუსულად და ვისაც არ ვეკითხებოდით ამაზე, მსოფლიო მასშტაბით პასუხი არ მოიძებნა და რომ ვკითხეთ მაშინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, თუ რატომ იყო ეს რუსული, პასუხი იყო "იმიტომ," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.












