ე.წ. ზიზღის კამპანიაზე: ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს. სულ ახლახან არაერთი ადამიანი გაასამართლეს თუნდაც გერმანიაში - გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს. სულ ახლახან არაერთი ადამიანი გაასამართლეს თუნდაც გერმანიაში, - ასე უპასუხა მედიის კითხვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ე.წ. ზიზღის კამპანიის შესახებ.

„რომ არ მისცენ საშუალება პროცესებს აგრესიული მიმართულებით განვითარდეს, სახელმწიფოები ზომებს იღებენ. მათ შორის არის ზომები ამ [ზიზღის და ბულინგის კამპანია] დასაცავად. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს. სულ ახლახან არაერთი ადამიანი გაასამართლეს თუნდაც გერმანიაში. ევროპულ ქვეყნებში ჩამოთვლილია სტატისტიკა, ვიცით რა ხდება და როგორი კანონებია შემოღებული“, - აღნიშნა ვოლსკიმ.