პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1752693142
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციის 100%-ით შესრულება ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან, რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და სხვებთან, რაც დააზიანებს ეკონომიკას.
"ევროკავშირს არ აქვს უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან, რუსეთთან თურქეთთან, სომხეთთან აზერბაიჯანთან, ძალიან დიდ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლა და ამ რეკომენდაციის 100%-ით შესრულება ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს უვიზო მიმოსვლა - ჩინეთთან, რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და სხვებთან, ეს არის რეალობა.
საქართველოს ხელისუფლების მიზანი არის, რომ იყოს დაცული საქართველოს ეროვნული ინტერესები და ეს საქართველოს ეროვნული ინტერესები არის ეკონომიკის განვითარება, რომელთანაც მიბმული არის ძალიან ბევრი საკითხი.
ითხოვენ რამდენიმე კანონის გაუქმებას, კერძოდ გაუქმდეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ასევე ოჯახური ღირებულებებისა და დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი.
ევროკავშირის ექსკლუზიური უფლება ეს არ არის, ეს არის წევრი სახელმწიფოების ექსკლუზიური უფლება, რომ თავად გადაწყვიტონ როგორ დაარეგულირებენ, მაგალითად შვილის აყვანის საკითხებს, როგორ დაარეგულირებენ ოჯახის შექმნის საკითხებს. ზოგიერთები ევროკავშირის ინსტიტუტს იყენებენ ბოროტად იმისთვის, რომ ეს საკითხები იძულების რეჟიმში ჩადონ ევროკავშირის მექანიზმებში.
სწორედ ამას ვამბობთ, რომ ეს არის უსამართლო მიდგომა, ეს არ არის ის სამართლიანი, კონსტრუქციული მიდგომა, რა ენითაც ევროკავშირი უნდა ესაუბრებოდეს თავის პარტნიორებს, ასევე არის ანტიკორუფციული ძალისხმევის კიდე უფრო გაძლიერება, ისევე როგორც უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ძალისხმევის გაძლიერება.
მოსახლეობას შევახსენებ, ჩვენი გამორჩეული პრიორიტეტები იყო როგორც უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, ასევე ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერება და სწორედ ამით არის საქართველოს ხელისუფლება დაკავებული.
სტატისტიკას ჩახედონ, ნახონ, რა მდგომარეობაა მოლდოვაში, უკრაინაში, ბალკანეთის სახელმწიფოებში კორუფციასთან ბრძოლის და სად დგას საქართველო, როგორც სტატისტიკით, ასევე პრაქტიკით", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.