„მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოვჩნდებით..." - ცნობილი ექსტრასენსების პროგნოზები 2025 წლისთვის
1748893324
ეს არის სტრატეგიული ხედვა, რაც ერთიან სისტემაში მოქცევას გულისხმობს. ერთიან ოჯახზე მუშაობა კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და უფრო ეფექტიანს გახდის ძალისხმევას იმისთვის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს დაცული ბავშვთა უფლებები და ასევე, ქალთა უფლებები, მათ შორის ქალთა გაძლიერებაც, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა „ადგილობრივი ძალისხმევა ქალთა და ბავშვთა კეთილდღეობისთვის“ სახელწოდებით მიმდინარე ფორუმთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ღონისძიების მიზანია ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმების უფრო მეტად გაძლიერება.
„ადგილობრივი ძალისხმევა ქალთა და ბავშვთა კეთილდღეობისთვის“ - ამ სახელწოდებით ფორუმი მიმდინარეობს. გაიმართა, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის ოფიციალური პრეზენტაცია. ისაუბრეს თვითმმართველობებთან კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერებასა და ინფორმაციის გაზიარებაზე.