"ერის მტრები", "ნაცების მფარველები", "უსამშობლოები" - თბილისის ქუჩებში წარწერები დღესაც გამოჩნდა

ერის მტერი

"ერის მტრები", "ნაცების მფარველები", "უსამშობლოები" - თბილისის ქუჩებში ამ შინაარსის წარწერები დღესაც გამოჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაციების შენობებთან, საპროტესტო აქციების ორგანიზატორების, ჟურნალისტების სახლებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებზე პლაკატები და ფოტოები ისევ გააკრეს.

"უცხოელი აგენტებით სავსე შტაბი" - ამ შინაარსი პოსტერები გააკრეს გიორგი მშვენიერაძის ორგანიზაციის ოფისის ფასადზე. "არა სოროსს" - წარწერები გაკეთებულია ღია საზოგადოება საქართველოს ოფისთანაც. ფოტოები გაკრულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შენობაზეც. ,"აგენტების ადგილი საქართველოში არ არის" - ასეთი წარწერებია გაკეთებული როგორც გზებზე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების ფასადებსა და სადარბაზოებში.