დიმიტრი სამხარაძე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს: იყო თუ არა შენსა და ნაცებს შორის გარიგება, რომ თუ რევოლუციას მოახდენდით, პატრიარქად დაგსვამდნენ? აღიარე და ქართველებს სიმართლე უთხარი

დიმიტრი სამხარაძე

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კითხვით მიმართავს, იყო თუ არა მასსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ პატრონებს შორის გარიგება, რომ რევოლუციის მოხდენის შემთხვევაში არქიმანდრიტ ყურაშვილს პატრიარქად დასვამდნენ.

სამხარაძე არქიმანდრიტს მიმართავს, რომ იქამდე არ მოეშვება, სანამ ქართველ ხალხს სიმართლეს არ ეტყვის.

„დოროთე ცრუს, მინდა ერთი კითხვა დავუსვა იყო თუ არა შენს და ნაცებს, ასევე მაგათ მეპატრონეებს შორის გარიგება, რომ თუ რევოლუციას მოახდენდით, პატრიარქად დაგსვამდნენ? აღიარე და ქართველებს სიმართლე უთხარი.

მეორე, რაც მინდა გითხრა, შენი წყევლა არც მე და არც ჩემს ოჯახს არ მოუვა! მე, ჩემი შვილები, მეუღლე, მშობლები, ნათესავები და მეგობრები, ქრისტეს გზის ერთგულები ვართ! უფალი იესო ქრისტე მიცავს და ვინ ხარ შენ, გამყიდველი, მოსყიდული, რომ რამე მავნო? არ მოგეშვები სანამ სიმართლეს არ ეტყვი ერს და ბერს“- წერს სამხარაძე.