1698406900
დიდი ინტელექტით არც სალომე ზურაბიშვილი გამოირჩევა, მაგრამ პაატა ბურჭულაძემ სიყეყეჩეში ყველას აჯობა - გია ვოლსკი

დიდი ინტელექტით არც სალომე ზურაბიშვილი გამოირჩევა, მაგრამ პაატა ბურჭულაძემ სიყეყეჩეში ყველას აჯობა, ისეთ თემებზე ლაპარაკობს, რომელიც არც ისტორიას ახსოვს და არც პოლიტიკურ პრაქტიკაში არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, სახეზეა უნიჭო სცენარი, რომელიც ქვეყნის შიგნით დაწერილი არ არის.
„პაატა ბურჭულაძე კარგად მღეროდა და პუტინსაც უმღეროდა, მაგრამ ზოგადად, უნიჭო ადამიანია, თუ ყეყეჩი არა. მას საკმაოდ სერიოზული კონკურენტი ჰყავს სალომე ზურაბიშვილის სახით, „ნაცმოძრაობის“ სახით – ბოროტი. მათი მიზანია, როგორმე ქვეყანა დააზიანონ, მაგრამ ამის რესურსი არ აქვთ. სალომე ზურაბიშვილი და პაატა ბურჭულაძე ერთმანეთს ეჯიბრებიან, მაგრამ პაატამ ყეყეჩობაში აჯობა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
პაატა ბურჭულაძემ ეროვნული ყრილობა დააანონსა, რაც, მისივე თქმით, მესამე რესპუბლიკის შექმნას ნიშნავს.