„ინფორმაცია, საელჩოს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს“ - იტალიაში საქართველოს საელჩო

საქართველოს საელჩო იტალიაში

„დღეს გავრცელებული ინფორმაცია, საელჩოს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს“, - ამის შესახებ განცხადებას იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„მსგავსი შეტყობინება რომის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციაზე შევიდა, რაც ცრუ განგაში აღმოჩნდა. ეს დადასტურდა შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად.
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებსა და საზოგადოებას, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისა და ინფორმაციით მანიპულირებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.