გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
რამდენიმე დღის წინ, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მსახურმა და გამავრცელებელმა საქართველოში, „პროფესორმა“ გია ნოდიამ ასეთი რამ თქვა - „გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს სხვისი შეურაცხყოფის უფლებას“. არ მინდოდა ეს ნარატივი უყურადღებოდ დამეტოვებინა, რადგან ამ ფრაზის უკან არა გულუბრყვილო წამოძახილი, ან ერთი ადამიანის მოსაზრება, არამედ „დიპ სტეიტის“ მთელი იდეოლოგიაა ჩადებული და შემთხვევით არ არის ნათქვამი, თუმცა არჩევნების და შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო აქამდე შეგნებულად არ გაგიზიარეთ ჩემი ანალიზი, - წერს ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, გია ნოდია გარედან დაფინანსებული გავლენის აგენტია, რომელსაც თავისი ნიშა აქვს და მისი დავალებაა, მაქსიმალურად გაავრცელოს და დანერგოს ფსევდო, ყურით მოთრეული ღირებულებები.
ქართველიშვილი განმარტავს იმასაც, რომ ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის შეურაცხყოფა, ლანძღვა და გინება, რომელიც დაცული იქნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საფარით საკანონმდებლო დონეზე, „დიპ სტეიტის“ ერთ-ერთი მთავარი იარაღია საზოგადოების დეგრადაციისა და მათი დამონების პროცესში, შესაბამისად, ნოდიას განცხადება შემთხვევითი არ არის.
„რამდენიმე დღის წინ, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მსახურმა და გამავრცელებელმა საქართველოში, „პროფესორმა“ გია ნოდიამ ასეთი რამ თქვა - „გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს სხვისი შეურაცხყოფის უფლებას“. არ მინდოდა ეს ნარატივი უყურადღებოდ დამეტოვებინა, რადგან ამ ფრაზის უკან არა გულუბრყვილო წამოძახილი, ან ერთი ადამიანის მოსაზრება, არამედ „დიპ სტეიტის“ მთელი იდეოლოგიაა ჩადებული და შემთხვევით არ არის ნათქვამი, თუმცა არჩევნების და შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო აქამდე შეგნებულად არ გაგიზიარეთ ჩემი ანალიზი.
როგორც აღვნიშნე, გია ნოდია საქართველოში ფსევდოლიბერალური შეხედულებების ერთ-ერთი მთავარი რაფსოდია და პროფესორის, „განათლებული“ ლექტორის მანტიაში გახვეული უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში უხვად ღვრის აქსიომასთან გათანაბრებულ თეორიებს, რომელიც სრულ წინააღმდეგობაშია ჩვენს იდენტობასთან, ქრისტიანულ მოძღვრებასთან და რაც მთავარია - სრულ წინააღმდეგობაშია სიმართლესთან, საუკუნეების მანძილზე დადასტურებულ ჭეშმარიტებასთან. ნოდია გარედან დაფინანსებული გავლენის აგენტია, რომელსაც თავისი ნიშა აქვს - „დიპ სტეიტის“ მიერ, სახელმწიფოების დაპყრობისათვის წარმოებულ თანამედროვე, მრავალშრიან ბრძოლაში იდეოლოგიური მხარდაჭერა გამოუცხადოს საკუთარ პატრონებს. კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ - მისი დავალებაა მაქსიმალურად გაავრცელოს და დანერგოს ფსევდო, ყურით მოთრეული ღირებულებები და საზოგადოების მაქსიმალურად დიდი ნაწილი ჩააყენოს მის თაყვანისცემაში.
ამიტომ ვამბობ, რომ მას შემთხვევით არ უთქვამს ის, რაც თქვა. ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის შეურაცხყოფა, ლანძღვა და გინება, რომელიც დაცული იქნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საფარით საკანონმდებლო დონეზე, „დიპ სტეიტის“ ერთ-ერთი მთავარი იარაღია საზოგადოების დეგრადაციისა და მათი დამონების პროცესში. საქმე იმაშია, რომ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობისთვის უდიდესი წინააღმდეგობას წარმოადგენს ერთ მუშტად შეკრული, ქრისტიანული ღირებულებებისა და დოგმების გარშემო გაერთიანებული ხალხი. შესაბამისად - ამ ყველაფერს მსოფლიო ჰეგემონიის ამბიციის მქონე მდიდარი ოჯახები ღიად უპირისპირებენ მეთოდებს, რაც გახლეჩს და დააპირისპირებს თანამოქალაქეებს ერთმანეთთან," - წერს დავით ქართველიშვილი.
მისივე თქმით, საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პირველი კანონი, რაც პარლამენტს გარე პატრონებმა მიაღებინეს, სწორედ სიტყვისა და გამოხატვის შესახებ ახალი რეგულაციები იყო, რომლითაც დაკანონდა, რომ ადამიანებს ერთმანეთისთვის შეურაცხყოფისა და ნებისმიერი სიბინძურის დაბრალების უფლება ჰქონდა.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლების მიერ, სიტყვისა და გამოხატვის შესახებ „მახინჯი კანონის გაუქმება“ და ადამიანის შეურაცხყოფის, ლანძღვა-გინების დაუშვებლად გამოცხადება, მისი დასჯადობა და კრიმინალიზება „დიპ სტეიტისთვის“ არანაკლებ დიდი დარტყმა იყო, ვიდრე „გამჭვირვალობის კანონი“ და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოებისთვის ღიაობის მოთხოვნა.
„ერთ-ერთი ასეთი მეთოდი კი სწორედ შეურაცხყოფის, ლანძღვა-გინების ნორმალიზებაა. მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც საქართველოში ხელისუფლება ხელში აიღო ნაციონალურმა მოძრაობამ, ახალგაზრდა, გამოუცდელმა აგენტებმა - პირველი კანონი, რაც პარლამენტს გარე პატრონებმა მიაღებინეს სწორედ სიტყვისა და გამოხატვის შესახებ ახალი რეგულაციები იყო. სწორედ მაშინ დაკანონდა საქართველოში, რომ ერთ ადამიანს ჰქონდა უფლება შეურაცხყოფა მიეყენებინა, ნებისმიერი სიბინძურე დაებრალებინა მეორე ადამიანისათვის და ეს მარაზმი კანონით იყო დაცული. ცხადია, ეს არ მომხდარა შემთხვევით, რადგან ხსენებული კანონით გათამამებულებმა, უკლებლივ ყველა ადამიანი ჩარეცხეს, გარიყეს, მიაწებეს დამამცირებელი იარლიყები, ვინც მათ აგენტურულ ნარატივებს ეწინააღმდეგებოდა. შედეგად 2003-2012 წლებში „დიპ სტეიტმა“ საკუთარი აგენტურის ხელით მიიღო მაქსიმალურად გახლეჩილი, დაპირისპირებული საზოგადოება, რომლის ერთი ნაწილი, იგივე მიშისტები პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ, ხოლო მეორე ნაწილი, ვისაც გვქონდა პრეტენზია, ხმამაღლა გვეთქვა სიმართლე, რუსეთის აგენტებად, ჩარეცხილ და დეგრადირებულ ხალხად გამოგვაცხადეს. თანაც, ჩვენვე გვიწევდა მტკიცება, რომ არ ვიყავით ვარდისფერი სპილოები, რასაც სააკაშვილის ბანდა გვაბრალებდა.
თუ ვთანხმდებით მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომ ოლიგარქიულ ოჯახებს მიზნად დასახული აქვთ დაიპყრონ ქვეყნები ახალი, თანამედროვე მეთოდებით - მაშინ სადავო არაა, რომ ამ პროცესში „დიპ სტეიტის“ მთავარი იარაღი საზოგადოებრივ ცნობიერებაზე სრული კონტროლის მოპოვებაა. თავის მხრივ, ამ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი ხაზი სწორედ იდეოლოგიურ ფრონტზე გადის, სადაც, როგორც აღვნიშნე, ყველაზე დიდი დაბრკოლება ერთ მუშტად შეკრული ხალხია, მით უმეტეს, თუ ეს ხალხი სწორი ღირებულებების გარშემო არის გაერთიანებული. საზოგადოების დაყოფა, დაპირისპირება და გაყოფა კი ხსენებული დაბრკოლების განეიტრალების ერთადერთი გზაა. ამიტომ სჭირდებათ ოლიგარქიულ ოჯახებს, რომ მათ შორის საქართველოში კანონით იყოს დაცული ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის შეურაცხყოფა, რაც თავის მხრივ საზოგადოების მაქსიმალურ პოლარიზებას გარანტირებულად უწყობს ხელს.
სწორედ ამიტომ ალაპარაკებენ გია ნოდიას იმას, რასაც ალაპარაკებენ. სხვათა შორის, სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ, სიტყვისა და გამოხატვის შესახებ მახინჯი კანონის გაუქმება და ადამიანის შეურაცხყოფის, ლანძღვა-გინების დაუშვებლად გამოცხადება, მისი დასჯადობა და კრიმინალიზება „დიპ სტეიტისთვის“ არანაკლებ დიდი დარტყმა იყო, ვიდრე გამჭვირვალობის კანონი და უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ებისათვის სრული ღიაობის მოთხოვნა. უფრო მეტიც, მე მიმაჩნია, რომ ოლიგარქიულ ოჯახებს უფრო მეტად ის ადარდებთ, რომ ჩვენ ქვეყანაში საზოგადოების გახლეჩის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, „კანონიერი შეურაცხყოფა“ გამოეცალათ ხელიდან“, - წერს დავით ქართველიშვილი.