დავით ქართველიშვილი: ევროკომისარ კაია კალასის განცხადებით, ევროკომისრის სამუშაო მაგიდაზე უკვე არსებობს ე.წ. „ანტიქართული პაკეტი“, რომელიც ორ მოსამართლეზე სანქციების დაწესებას და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვას მოიცავს

დავით ქართველიშვილი

საქართველოს დიდი ხანია აღარ ახსენებენ დასავლურ მედია და პოლიტიკურ ველზე, როგორც "შუა დერეფნის" განუყოფელ ნაწილს. როგორც წესი აღმოსავლეთის ენერგომატარებლები თავის დინებას ბაქოში ასრულებენ და შემდგომ სასწაულებრივად - რუმინეთიდან აგრძელებენ თავის დინებას. დღეს ამას დაემატა საქართველოს შავიზღვისპირეთის ნავსადგურების "გაუქმება" და ბრიუსელის ფსონის გაკეთება სომხეთის საპორტო ინფრასტრუქტურაზე შავ ზღვაში. როგორც მინიმუმ ეს არის პიროვნების დეგრადაციაზე აწყობილი საგანმანათლებლო სისტემის შედეგი, როგორც მაქსიმუმ - ამ უკვე დეგრადირებული სისტემის მსხვერპლ-მესვეურების მხრიდან, მათთვის გამაღიზიანებელი და დაუმარცხებელი საქართველოს წინააღმდეგ თავისი აგონიური უკანასკნელი შეტევის მცდელობა - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კაია კალასის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროკომისრის სამუშაო მაგიდაზე უკვე არსებობს ე.წ. „ანტიქართული პაკეტი“, რომელიც ორ მოსამართლეზე სანქციების დაწესებას და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვას მოიცავს.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ევროკავშირის მხრიდან გააქტიურებულია მოლაპარაკებები სომხეთთან შავიზღვისპირა საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რაც საქართველოს საზღვაო პოტენციალის მიზანმიმართულ გაუფასურებაზე მიუთითებს.

„საქართველოს დიდი ხანია აღარ ახსენებენ დასავლურ მედია და პოლიტიკურ ველზე, როგორც "შუა დერეფნის" განუყოფელ ნაწილს. როგორც წესი აღმოსავლეთის ენერგომატარებლები თავის დინებას ბაქოში ასრულებენ და შემდგომ სასწაულებრივად - რუმინეთიდან აგრძელებენ თავის დინებას. დღეს ამას დაემატა საქართველოს შავიზღვისპირეთის ნავსადგურების "გაუქმება" და ბრიუსელის ფსონის გაკეთება სომხეთის საპორტო ინფრასტრუქტურაზე შავ ზღვაში. როგორც მინიმუმ ეს არის პიროვნების დეგრადაციაზე აწყობილი საგანმანათლებლო სისტემის შედეგი, როგორც მაქსიმუმ - ამ უკვე დეგრადირებული სისტემის მსხვერპლ-მესვეურების მხრიდან, მათთვის გამაღიზიანებელი და დაუმარცხებელი საქართველოს წინააღმდეგ თავისი აგონიური უკანასკნელი შეტევის მცდელობა.

ევროკომისარ კაია კალასის მაგიდაზე უკვე დევს ის ანტიქართული "პაკეტი", რომლის პრაქტიკულ განხორციელებაში თავადაც არაა დარწმუნებული, მაგრამ რა თქმა უნდა მაქსიმალურად შეეცდება მის ხორცშესხმას. "პაკეტში" მათ შორის დევს ორი კონკრეტული მოსამართლის დასანქცირება და საქართველოსთვის მინიჭებული უვიზო რეჟიმის გარკვეული შეზღუდვა. კაია კალასის გათვლით, ამან საბოლოოდ უნდა "დააქციოს" ჩვენი ქვეყანა, რომელშიც ევროპული მთავარი ფასეულობა - პრაიდის ჩატარება - გაურკვეველი ვადით არის გადადებული. ამიტომ, ქვეყანა - რომელიც უკვე "გააქრეს" სახმელეთო თუ სანაოსნო თვალსაზრისით, მსგავსი სასანქციო "პაკეტით" პოლიტიკურადაც უნდათ რომ გააქრონ გლობუსიდან.

ალბათ, როდესაც განიხილებოდა ჟოზეპ ბორელის შემცველის კანდიდატურა, მთავარი ფსონი კეთდებოდა იმაზე, თუ ვის ექნებოდა სარეიტინგო პირველობა ისეთ კატეგორიებში, როგორიც არის: უნამუსობა, პიროვნული სიჩლუნგე და მორალური უზნეობა. ამიტომაც შერჩეული იქნა გაუნათლებელი თავხედი და რუსული ბიზნესის მილიონერი წევრის მეუღლე, რომელმაც საკუთარი ქმრის სარფიანი საქმიანობის შესახებ აგრესორ რუსეთში "არაფერი არ იცოდა". პრინციპში, ისევე "არ იცოდა", როგორც რეალურად აზრზე არაა - რა არის საქართველო და ვის ეჭიდებიან საბრძოლველად ჩვენი მუხლებზე დაჩოქების მიზნით.

როდესაც წინა კვირას ის ოფიციალური ვიზიტით ეწვია მსოფლიო რუკაზე ახალ საზღვაო ფლაგმან სახელმწიფო-სომხეთს და ზარზეიმით აცნობა პლანეტას, რომ სომხეთი ასე ახლოს ევროპასთან არასდროს ყოფილა, მაშინ როდესაც მაკრონი საქართველოსაც კი არ აღიარებს ევროპის ნაწილად - ბრძენი სომხებიც კი მიხვდნენ, რა დონის ოლიგოფრენთან აქვთ საქმე. კაია კალასის დილის შემოთავაზებას - ევროვიზალიბერალიზაციის შემოღების თაობაზე, სომხეთმა საღამოსვე უპასუხა, როდესაც "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში" შეიტანა განაცხადი თავისი გაწევრიანების შესახებ...“ - წერს ქართველიშვილი.