ცნობილია მერაბ დვალიშვილის დაბრუნების თარიღი და მეტოქე
1765139668
რა თქმა უნდა აშშ ამ შემთხვევაში არის სავსებით მართალი, რადგან ქვეყანას და მის ხალხს წარმოადგენს მისი ხელისუფლება, სწორედ ეს არის დემოკრატიის პრინციპი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ არა მესამე სექტორს, არამედ მთავრობებს დააფინანსებს.
„ჩვენ ვხედავთ თუ როგორი აცდენაა საღ აზრსა და ევროკავშირის ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ იმ ანტიდემოკრატიულ, სუვერენიტეტის შემლახავ პოზიციებთან, რაც გულისხმობს არა კონკრეტული სახელმწიფოს, არამედ ცალკეული ადამიანების ფინანსურ მხარდაჭერას, იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა, რომლებიც „ენჯეოშნიკების“ მანტიაში არიან გახვეული, შეასრულონ იმ პირების ნება სურვილი, ვისგანაც თანხებს იღებენ. რა თქმა უნდა აშშ ამ შემთხვევაში არის სავსებით მართალი, რადგან ქვეყანას და მის ხალხს წარმოადგენს მისი ხელისუფლება, სწორედ ეს არის დემოკრატიის პრინციპი“, - აცხადებს მათიკაშვილი.