დავით მათიკაშვილი: ქართველმა ხალხმა ზუსტად იცის, კუბულიუსი ვის წარმოადგენს და რა ძალების ავანსცენიდან არის მობრძანებული

დავით მათიკაშვილი

კუბილიუსის ანტიქართული ვიცით, დავალებების მიმცემებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ქართული საზოგადოება საარჩევნო ყუთებთან რა გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილს ჰკითხეს, თავდაცვის საკითხებში ევროკომისარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „ახლა ჩვენ შეგვიძლია, ძალიან მკაფიო არგუმენტი, მტკიცებულება მოვიყვანოთ, რომ გაფართოება მოხდება და საქართველოს შეუძლია, დაუბრუნდეს  გაფართოების პროცესს, რა თქმა უნდა, თუ საქართველოში მოხდება ცვლილებები“.

მათიკაშვილის თქმით, მათთვის მთავარია, იმ ძირითადი ხაზის გაგრძელება, რაც მათ დავალების სახით მისდით.

„მათი დავალებების ჩაშლა ადგილობრივ აგენტურაში ხდება, რათა კონკრეტული ძალების ინტერესები განხორციელდეს. ქართველმა ხალხმა ზუსტად იცის, კუბულიუსი ვის წარმოადგენს და რა ძალების ავანსცენიდან არის მობრძანებული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.