გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
„ქართული ოცნება“ ვერავის აკრძალავს, რადგან არანაირი უფლება არ აქვს, სხვა პარტია აკრძალოს. ამისი უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს, რომელსაც პარლამენტი შესაბამისი სარჩელით მიმართავს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, მტკიცებულებებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება არავის გაუჭირდება.
„სარჩელი გადავსებულია იმ კრიმინალის და სადიზმის მტკიცებულებებით, რაც „ნაცმოძრაობას“ თავის დროზე აქვს ჩადენილი. ბუნებრივია, სასამართლოს და მოსამართლის ხელში იქნება გადაწყვეტილება, უნდა აიკრძალოს თუ არა კონკრეტული პარტია. მე რომ მოსამართლე ვიყო, ნამდვილად ავკრძალავდი, რადგან ამ პარტიას დემოკრატიასთან, ქვეყნის სიყვარულთან და პატრიოტიზმთან სარაფერი აქვს საერთო. ჩვეულებრივი აგენტურული კონგლომერატია, რომელიც თავის დროზე სწორედ იმ მიზნებისთვის შეიქმნა, რაც 2008 წელს გამოჩნდა, რომ ქვეყნის 20% გაანიავეს და ქვეყნის ოკუპანტს ჩააბარეს. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი ქმედებები იმდენად ხელისგულზეა და იმდენად ცალსახაა ის კრიმინალი, სადიზმი, რაც ჩვენს ქვეყანაში ჩაიდინეს, რომ გადაწყვეტილების მიღება არავის გაუჭირდება. მხარდაჭერა დემოკრატიის ნაწილია და ის პარტია იმარჯვებს, რომელსაც მეტი მხარდამჭერი ჰყავს. მეტი რესურსი იქნება ჩვენს ქვეყანაში, რათა ჯანსაღი ოპოზიცია გაჩნდეს და ამისი ჩანასახები არის უკვე. უბრალოდ, რადიკალურ და კრიმინალურ ფრთას იმდენად მონოპოლიზებული აქვთ ოპოზიცია, ამ ჯანსაღი ძალებისთვის ადგილი არ არის. ხელისუფლება თუ ვინმეს არ მოსწონს და მის ნაცვლად უნდა მართვა, აგერ, ბურთი და მოედანი, არჩევნები“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.