საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ტყეში ხანძრის გამო მარსელის აეროპორტი დროებით დაიხურა
1751987087
სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ რეზოლუციას. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია დღეს, სამწუხაროდ, იმ ღირებულებებს, რაზეც თავის დროზე ევროკავშირი იდგა, არის ძალიან ჩამოცილებული, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ევროპარლამენტის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც რასა იუკნევიჩიენეს ავტორობით მომზადდა და სადაც საუბარია ახალ არჩევნებზე. გარდა ამისა, დოკუმენტში ჩანაწერია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე.
დავით მათიკაშვილის თქმით, ეს დოკუმენტი არის მცდელობა, რომ ტყუილი შეასაღონ საზოგადოებას.
„კიდევ ერთი მცდელობა, რომ სრული ტყუილი, რასაც ქალბატონი რასა ცდილობს საზოგადოებას შეასაღოს, იქნეს წარმოდგენილი და იქნას ამ ტყუილზე აპელირებით ქართველ ხალხზე ძალმომრეობა განხორციელებული. სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ რეზოლუციას. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია დღეს, სამწუხაროდ, იმ ღირებულებებს, რაზეც თავის დროზე ევროკავშირი იდგა, არის ძალიან ჩამოცილებული. რამდენჯერ უნდა მოვისმინოთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს ციხიდან? აი, ეს სრული აბსურდი, დამნაშავე პიროვნების, რომელზედაც თვითონ სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა და თქვა, რომ ეს პირი არის მხილებული სისტემურ დანაშაულში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.