ევროპარლამენტარმა გალერმა, საკუთარი განცხადებით, არა კონკრეტული პიროვნება ან პოლიტიკური ძალა, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოება შეურაცხყო. მისი განცხადება, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება არის - დავით ჩიხელიძე

ჩიხელიძე

ვინმე მაიკლ გალერმა, საკუთარი განცხადებით, არა კონკრეტული პიროვნება ან პოლიტიკური ძალა, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოება შეურაცხყო. მისი განცხადება, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება არის - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერის განცხადებას, სადაც გალერი ამბობს, რომ „ამ მოსკოველმა არსებებმა, ივანიშვილმა და კობახიძემ, უნდა დატოვონ ქვეყანა.“

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, მეორეხარისხოვანი პოლიტიკოსი საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს, როდესაც ღიად ერევა ქართველი ხალხის არჩევანში და მის დემოკრატიულ ნებას ეჭვქვეშ აყენებს. არ აქვს მნიშვნელობა, რა სტატუსი აქვს ან რომელი ქვეყნის წარმომადგენელია, სხვის არჩევანში ჩარევა მიუღებელია.

„ვინმე მაიკლ გალერმა, საკუთარი განცხადებით, არა კონკრეტული პიროვნება ან პოლიტიკური ძალა, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოება შეურაცხყო. მისი განცხადება, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება არის!მეორეხარისხოვანი პოლიტიკოსი საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს, როდესაც ღიად ერევა ქართველი ხალხის არჩევანში და მის დემოკრატიულ ნებას ეჭვქვეშ აყენებს. არ აქვს მნიშვნელობა, რა სტატუსი აქვს ან რომელი ქვეყნის წარმომადგენელია, სხვის არჩევანში ჩარევა მიუღებელია.ქართველი ხალხის არჩევანი არ ექვემდებარება არც გარე შეფასებას, არც „დამტკიცებას“ და არც მორალურ ლექციებს უცხოელი პოლიტიკოსებისგან. მისი პატივისცემა ვალდებულებაა ყველასთვის, ვინც დემოკრატიაზე საუბრობს, მიუხედავად თანამდებობისა, მოქალაქეობისა თუ პოლიტიკური წონისა.ვინც ამ პრინციპს ვერ იაზრებს, მას არ აქვს არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება, ქართველ ხალხს მენტორული ტონით ესაუბროს.“ - წერს ჩიხელიძე.