დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც საქართველოში გაუმჭვირვალეა. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ჯოზეფ ბორელს ეს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს.

"სინამდვილეში არის მცდელობა, აიკრძალოს დისკუსია, რაც არის ანტიევროპული ქცევა; სინამდვილეში არის მცდელობა, ჩაიხშოს საღი აზრი, რაც არის ანტიევროპული ქცევა; სინამდვილეში არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებითა და არა შინაარსით. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვთავაზობთ შინაარსს და ვხედავთ, რადიკალური ოპოზიცია რას აკეთებს - ხევს პლაკატებს, სადაც არის ერთადერთი რამ მითითებული, ლინკი კანონპროექტზე და არ უნდათ, რომ ადამიანებმა წაიკითხონ ეს კანონპროექტი. უნდათ, ამყოფონ საზოგადოება ამ ინფორმაციის გარეშე. დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ,"-აცხადებს პაპუაშვილი.