როდიდან გამოიდარებს საქართველოში - ამინდის პროგნოზი 8 მაისამდე
1714860494
საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, საქართველოს შემოსავლების სამსახურს 13 მილიონი დოლარის ღირებულების რენტგენული სკანირების აღჭურვილობა გადავეცით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა შემოსავლების სამსახურის უფროს ლევან კაკავასთან ერთად გამოაცხადა.
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს საქართველოს შემოსავლების სამსახურში სანქციების არიდების, უკანონო ვაჭრობისა და გავრცელების წინააღმდეგ მათი გულმოდგინე ძალისხმევისთვის.