„მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოვჩნდებით..." - ცნობილი ექსტრასენსების პროგნოზები 2025 წლისთვის
1748893324
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციაში დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. "ლელოს" გენერალური მდივანი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე უარის თქმა არ შეიძლება და ამ საკითხზე მსჯელობაა საჭირო. "ლელოსა" და გახარიას პარტიებს კოლეგები ისევ აკრიტიკებენ. "ფსევდო შეფუთული საუბარი," - ასეთია "კოალიცია ცვლილებისთვის" პოზიცია. "ლელოსა" და გახარიას გუნდს აკრიტიკებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც.
"ლელოში" აცხადებენ, რომ პარტია მსჯელობის პროცესში და ირაკლი კუპრაძემ უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია მოახდინა.
"კუპრაძემ თქვა ის, რაც არის ჩვენი პოლიტიკური ისტორია და უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია გააკეთა, ამის მიღმა მეტი არაფერი უთქვამს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვმსჯელობთ პარტიაში ამ საკითხზე, მსჯელობა ნიშნავს, რომ ბევრი სხვადასხვანაირი პოზიციაა.
მესმის, შეიძლება ვიღაც ამ სტატუსებს გვიძღვნის, ვიღაცამ თავისი ემოციები ვერ გააკონტროლოს, ვიღაცამ კონსპირაციების თეორია ეძებოს იქ, სადაც არ არის, მაგრამ ჩვენს უკან 200 ათასი ამომრჩეველია, რომელიც არასდროს მოგვიტყუებია.
მანამდე, არ ვიცი, ვერავის ვერ მოვუწოდებ, მაგრამ თხოვნა იქნება, რომ ემოციებს არ ავყვეთ და ერთმანეთს ის იარლიყები არ მივაკეროთ, რომლის თავიდან გაჟღერება შეიძლება მომავალში შეგვრცხვეს", - აცხადებს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი.
"ნაციონალურ მოძრაობაში" გახარიას პარტიის გარიგებაზე საუბრობენ და იმედოვნებენ, რომ "ლელო" რაიმე პოლიტიკურ გარიგებაში არ მონაწილეობს.
"ახლა ჩემი კოლეგა ოპოზიციონერები სხედან სხვადასხვა ეთერში და ამბობენ, რომ „აი ახლა თბილისს თურმე წავართმევთ“ და რაღაცა ზღაპრებს ჰყვებიან. სანამ გახარიას პარტია იტყოდა, რომ არჩევნებში შევა, რამდენიმე თვის წინ მე ვთქვი, რომ გახარია გარიგდა კონკრეტული სარგებლის გამო. ამ დრომდე მათი მანდატები გაუქმებული არ არის - ეს ერთი; მეორე - ისინი უკვე ამბობენ, რომ ივანიშვილის არჩევნებში შევლენ და არ მინდა დავუშვა, რომ სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტია, მაგალითად „ლელოც“ გარიგდება", - აცხადებს პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.