„ჩვენ, ჩვენი კონტაქტები გვაქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ ისინი კონკრეტულ პარტიას არ უჭერენ მხარს“ - ანა წითლიძე

ანა წითლიძე

"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების - ამერიკელებისა და ევროპელების ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა 2012 წელს "ქართულ ოცნებას," - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" საერთაშორისო პარტნიორებთან საკუთარი კონტაქტები აქვს, თუმცა ისინი გადაწყვეტილებებს კონკრეტული პარტიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით არ იღებენ.

"ერთი არის "ნაციონალური მოძრაობის" როლი საგარეო ფაქტორებისას, კი, იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დიდი პარტია არის და ჩვენ, ჩვენი კონტაქტები გვაქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები კონკრეტულ პარტიას არ უჭერენ მხარს. რას ეტყვის "ნაციონალური მოძრაობა" ან ნებისმიერი სხვა პარტია, ასე არ იღებენ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც არ იღებდნენ 2012 წელს, როცა "ქართულ ოცნებას" ღიად უჭერდნენ მხარს და ეუბნებოდნენ მიხეილ სააკაშვილს რომ არჩევნების წაგების შემთხვევაში უნდა დაეთმო ხელისუფლება "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების - ამერიკელებისა და ევროპელების ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა 2012 წელს "ქართულ ოცნებას." მეტიც შემიძლია გითხრათ, 2020 წლამდე, საერთოდ რუსულ კანონამდე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის დაუჯერებელი იყო, რომ ესენი შეიძლება ყოფილიყვნენ ასეთი რუსული ხელისუფლება, როგორზეც დღეს მყარად აქვთ ჩამოყალიბებული აზრი," - განაცხადა ანა წითლიძემ.