ჩვენ არასდროს გვქონია სიღრმისეული, იდეური პარტნიორობა - ირაკლი კუპრაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“

ირაკლი კუპრაძე

პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ „ლელოს“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სიღრმისეული, იდეური პარტნიორობა არასდროს არ ჰქონია. მისი თქმით, „ლელო“ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად იღებს.

„ჩვენ არასდროს არ გვქონია სიღრმისეული, იდეური პარტნიორობა ["ნაციონალურ მოძრაობასთან"]. ეს ყოველთვის იყო ტაქტიკური თანამშრომლობა არჩევნებზე, ხმების დაცვის პროცესში, ერთეული შემთხვევა იყო, მაგალითად, თვითმმართველობის არჩევნები... ბოიკოტის პროცესში ჩვენ ინდივიდუალურად ვიღებდით გადაწყვეტილებას და ყოველთვის... მიუხედავად იმისა, რომ ამ დროის განმავლობაში გამიზნულად მიდიოდა „ლელოს“ კრიტიკა, ლანძღვა, გინება, ჩვენ ამაზე რეაქცია არ გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენ ვიქცევით ისე, როგორც გვგონია სწორი, როგორც გვგონია სწორი საქართველოს მოქალაქეებისთვის, პოლიტიკის გადასარჩენად ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ ივანიშვილს უნდა, პოლიტიკა გაანადგუროს. პარტიების აკრძალვაც სწორედ ამას ეხება," - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.