ჩორჩანაში საგუშაგოსთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია არა კონკრეტული პირის მიმართ, არამედ კონკრეტული მუხლით - ალექსანდრე ტაბატაძე

ალექსანდრე ტაბატაძე

პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია არა კონკრეტული პირის მიმართ, არამედ კონკრეტული მუხლით. გამოძიება არავის მიმართ არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.

ტაბატაძის თქმით, გამოძიება დაწყებული არ არის გახარიას მიმართ.

„პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია არა კონკრეტული პირის მიმართ, არამედ კონკრეტული მუხლით. გამოძიება არავის მიმართ არ არის. გუშინ მეც მივედი და ჩვენება ჩამომერთვა. ასე, რომ ვინმეს მიმართ პერსონალურად ვერ იქნება“, – განაცხადა ტაბატაძემ.

ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე კითხვები დაუსვეს გიორგი გახარიას, რომელიც კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ არის დაბარებული.

სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.