ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
1752090073
რასა იუკნევიჩიენეს დღევანდელი რეზოლუცია, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა, ასახავს კარგად იმ ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს, რომელშიც იმყოფება ევროკავშირი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, ასეთი სახის დოკუმენტის შექმნა ემსახურება იმ მიზანს, რა მიზნითაც მიმდინარეობს სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვა, კონფლიქტების შექმნის მცდელობა სხვადასხვა გარე აქტორების მხრიდან.
„რასა იუკნევიჩიენეს დღევანდელი რეზოლუცია, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა, ასახავს კარგად იმ ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს, რომელშიც იმყოფება ევროკავშირი, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების მიერ მივლინებული დეპუტატები ევროპარლამენტში, რომლებიც უკვე მერამდენე წელია განაგრძობენ საქართველოს წინააღმდეგ ასეთი რეზოლუციების მიღებას.
ფაქტობრივად, ეს არის რეკომენდაციის მატარებელი და ეს არ არის სავალდებულო რომელიმე ევროსტრუქტურისთვის, თუმცა თვითონ ევროსტრუქტურებიც და ბრიუსელის ბიუროკრატია წარმოადგენს ამ პროცესის მამოძრავებელს. ევროკავშირი ჩაფლულია ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, შიდა დაპირისპირებაში. თქვენ ალბათ მიაქცევდით ყურადღებას, რომ წინა რეზოლუციებისგან განსხვავებით უკვე ხმამაღალი კრიტიკა ისმოდა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ამ რეზოლუციის მიღებისას იმ პოლიტიკური პარტიების და იმ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომლებიც იცავენ თავიანთი ქვეყნების ღირსებას და სუვერენიტეტს და რომლებიც გმობენ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმულ ასეთ ნაბიჯებს. ეს თავისთავად მოწმობს იმ რთულ და მძიმე პოლიტიკურ ვითარებაზე, რაც ევროკავშირის შიგნით არის.
ასეთი სახის დოკუმენტის შექმნა ემსახურება იმ მიზანს, რა მიზნითაც მიმდინარეობს სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვა, კონფლიქტების შექმნის მცდელობა სხვადასხვა გარე აქტორების მხრიდან. ისინი იყენებენ ევროპარლამენტს ინსტრუმენტად იმისათვის, რომ საქართველოში მოხდეს შიდა პოლიტიკური ექსტრემისტული დაჯგუფებების სტიმულირება, მათი გაცოცხლება ხელახლა პოლიტიკურ ასპარეზზე და ხელახლა ქუჩაში გამოყვანა, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება და საქართველოში შეიქმნას არასტაბილური სიტუაცია“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.