ავარიის შედეგად დაშავებული 27 წლის პოლიციელი კლინიკაში გარდაიცვალა
1772305325
ბუნებრივია, რომ ეს სამართლიდან გასული პროცესია და მხოლოდ კონკრეტული სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა გადაცემაში "ღია ეთერი - დებატები" თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე საუბრისას.
"ნახევარი საუკუნის წინ, ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელსაც დღესაც პრეცედენტად იყენებენ ჰენდისაიდის საქმეა. სწორედ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ იყო ეს საქმე და სწორედ იქ გაჟღერდა, რომ მედიის თავისუფლება არის ისეთი გამოხატვის თავისუფლება, რომ მოსაწონია თუ არ არის მოსაწონი, ყველაფერი უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
როდესაც ასეთ პატარა ქვეყანაში მედიას შეუძლია მესამე ქვეყანაზე მოახდინოს დამოუკიდებლობის შეზღუდვა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვა, ეს ისეთი განაცხადია, ამას ვერ ექნება მყარი სამართლებრივი საფუძვლები, მხოლოდ პოლიტიკური მიზნები შეიძლება ჰქონდეს," - აღნიშნა ძამაშვილმა.