ბათუმში აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ბათუმში აქცია

ბათუმში აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, თუმცა ვითარება მალევე განიმუხტა.

ინციდენტი ყოროლის წყლის ხიდზე მოხდა, ხიდი პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. ნაციონალური მოძრაობის წევრებს გზის პარალიზება სურდათ. მანამდე იყო საპროტესტო მსვლელობა ბათუმის ქუჩებში. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს ბრძოლას განაგრძობენ.