„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
ალექსი ახვლედიანის ადვოკატის, ლალი აფციაურის განცხადებით, სასამართლო სხდომაზე თორნიკე რიჟვაძის მშობლების განცხადება წარმოადგინა, სადაც ისინი ალექსი ახვლედიანის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.
სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმაც და განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობა მის ინტერესებშიც შედის.
"ჩვენ დავასაბუთეთ ჩვენი მოთხოვნის საფუძვლიანობა და სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ჩემთვის აქ, სასამართლოში გახდა ცნობილი, რომ ბატონი თორნიკეს მშობლებმა მიმართეს მთავარ პროკურატურას, რომ არ გააჩნიათ არანაირი პრეტენზია, ბატონი ალეკო არის მათი უახლოესი მეგობარი და ითხოვდნენ მის გათავისუფლებას სხდომის დარბაზიდან.
მისი ძმა, ბატონი აკაკი არის "აგროჰაბის" დამფუძნებელი, არის ბიზნესმენი, მას აქვს შესაბამისი შემოსავალი და შეუძლია ამ თანხის გადახდა," - აღნიშნა ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდებულს ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
სხდომაზე ბრალდების მხარემ 30 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა და არასაპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა.